Tamuna J. is looking for a nanny
საბურთალოს რაიონი, თბილისი2023-09-01 - 2026-07-15800-1000 GEL for a mგამარჯობა
ვეძებ ძიძას 6 თვის გოგონასთვის გრძელვადიანი თანამშრომლობით.
📍ადგილი: საბურთალო, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან, წლის ბოლოდან, გადავდივართ ლისის ტბის მიმდებარედ
🗓️ გრაფიკი: 09:00-19:00
ორშაბათი-პარასკევი. დამატებით, თვეში ყოველი მეორე კვირა დღე.
2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება;
ახალი წლის და აღდგომის დღეებში დასვენება
📝 ანალოგიური გამოცდილება არაა სავალდებულო, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარული და ნიჭი აუცილებელია. ვეძებ ემოციური ინტელექტის მქონე ახალგაზრდა, სიახლეებისადმი ღია, ენერგიულ ადამიანს.
დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში თქვენს შესახებ.
ანაზღაურებას და სხვა დეტალებს ინდივიდუალურად გავივლი ყველასთან.
ჩვენს შესახებ:
ვართ ლაღი, ნათელი, სიყვარულით სავსე ოჯახი: ერთი დინჯი რაჭველი (მეუღლე), ორი ციმციმა ✨გოგო (6 თვის და 3 წლის) და 🧚♀️ მე. აღმზრდელობით პროცესში პატივს ვცემთ ბავშვებს, როგორც სრულფასოვან უნიკალურ ადამიანს, პატარაობიდანვე ვახალისებთ მათ ცნობისმოყვარეობას და დამოუკიდებლობას.
წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის 🙏
Phone number: visible only to members