Mariam D.
თბილისი23 წელი3 წლიანი გამოცდილებაfrom 60 ₾ 1 საათით- რეკომენდირება
- შენახვაშენახული
მოგესალმებით მეგობრებო!
გთავაზობთ ინგლისურ ენაში მომზადებას მეგობრულ გარემოსა და ხარისხიან გაკვეთილებს.დეკემბრის თვიდან იგეგმება ინგლისური ენის ახალი ჯგუფების შექმნა და ახალ მოსწავლეთა მიღება. სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით ამ თვის ბოლომდე.
გაკვეთილების ხანგრძლივობა გახლავთ 1 საათი, აბიტურიენტების შემთხვევაში საათ-ნახევარი.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, სურვილის შემთხვევაში კვირაში სამჯერაც.
ჩემი სწავლების პროგრამა მოიცავს:
✅ გრამატიკას
✅ ლიტერატურას
✅ საუბარს
✅ მოსმენის უნარების გაუმჯობესებას
გავდივართ დამატებითი ლიტერატურით, რომელთა ელექტრონულ ვერსიებსაც გაწვდით პირადად მე.
ამ ეტაპზე პანდემიის გამო ვამზადებ მხოლოდ:
✅ ბინაზე მიღებით (ლოკაცია - ვარკეთილი )
✅ ონლაინ (ზუმის გამოყენებით)
8 გაკვეთილის ფასი კლასების მიხედვით:
✅მეორე-მეოთხე კლასები - 60 ლარი.
✅მეხუთე-მეშვიდე კლასები - 80 ლარი.
✅მერვე-მეათე კლასები - 100 ლარი.
✅მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასები - 120 ლარი. (თუმცა ამ ეტაპზე აბიტურიენტთა დამატებითი ჯგუფის გახსნა არ იგეგმება ეროვნულ გამოცდებამდე დარჩენილი მცირე დროის გამო)
❗️ ერთი ასაკის მოსწავლეების (დედმამიშვილების, კლასელების, მეგობრების, ნათესავების) ერთდროულად (ერთ ჯგუფში) მომზადების სურვილის შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილ თანხას აკლდება -10 ლარი (მაგ: თუკი ორ მეხუთე კლასელ მოსწავლეს ერთ ჯგუფში სურს ყოფნა ამ შემთხვევაში 80 ლარის ნაცვლად თითოეულ მშობელს შეღავათით უწევს 70 ლარის გადახდა.)
❗️ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.
✅დამატებითი ინფორმაციისთვის მომგვწერეთ პირად შეტყობინებაში
ტელეფონის ნომერი: ხილვადია მხოლოდ წევრებისთვის
7 უწევს რეკომენდაციას
She is the coolest teacher! You need her in your life 😜
უთბილესი, ზეპასუხისმგებლობიანი, ყველაზე პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანი ვინც კი ოდესმე მინახავს! პროფესიონალიზმზე და კვალიფიციაზე აღარაფერს ვიტყვი, ვისაც უნდა გაიგოს თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მასწავლებელი მობრძანდით მარიამთან, დანარჩენებს შეგიძლიათ სკოლაში მყოფი "მასწავლებლებით" ან 3-თვიან კურს გატარებული "მასწავლებლებით" დატკბეთ! Mariam is the teacher! Real teacher! Person and friend!
The best teacher ever! Love you to the moon and back 💗💗
მარიამი უსაყვარლესი მასწავლებელია, განსაკუთრებით კი მის აქცენტს გამოვყოფდი, მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ინგლისურ ენას შეგაყვარებთ ❤️
She is the sweetest person i have ever met and the most qualified English teacher i have ever had communicated with.
I remember that before our first lesson i was very nervous because i thought that she might be one of the ordinary teacher, who we have at school. But after our first lesson everything changed. Mariam showed me another world of studying ❤️ I love her, the world needs teachers like her!
მარიამი ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრია, ჩვენი კოლექტივის ნამდვილი მარგალიტია და ამაზე მისი გაკვეთილებიდან გამოსული მოსწავლეების ბედნიერი სახეები ყოველთვის მეტყველებს ❤️ წარმატებას ვუსურვებთ მას თავის საქმეში და ვუწევთ უდიდეს რეკომენდაციას როგორც საუკეთესო პედაგოგსა და პიროვნებას! ანდეთ მას თქვენი შვილები, თუკი გსურთ განათლებული მომავალი საქართველოსთვის!
მარიამის გაკვეთილები მოსწავლეებს პირველ რიგში ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, მისი მეგობრული და თბილი გარემო კი მისი კიდევ ერთი პლიუსია მისი პროფესიონალიზმის შემდგომ. მისი თანამედროვე სწავლების მეთოდები მის თითოეულ გაკვეთილს ყოველთვის მუდამ საინტერესოს ხდის.